ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"McCann Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისგან პირველადი მოთხოვნის/ბრიფის მიღება და პასუხის გაცემა
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი სარეკლამო მოთხოვნების განხილვა და გამოვლენა
** კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
** ახალი პროექტების მომზადება და მათი განვითარება
** პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით, რომ დროულად გამოავლინოს პროექტის მსვლელობის დროს შესაძლო პოტენციური პროებლემა ან შესაძლებლობა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში სათანადო მოქმედების შემუშავება.
** ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება ხარისხის კონტროლის მიზნით.
** უზრუნველყოს რეგულარული ორმხრივი კომუნიკაცია კლიენტსა და გუნდს შორის, რომ მართებულად წარმოადგინოს როგორც გუნდი კლიენტთან, ასევე კლიენტის მოლოდინები გუნდთან;
** კომპანიის შესაძლებლობების და მომსახურების სრულფასოვანი ცოდნა, და მათი ეფექტურად კომუნიცირება კლიენტებთან;
** შეთავაზებების/პროექტების წარდგენა კლიენტებთან მათი დამტკიცების მიზნით და/ან მოდიფიკაცია კლიენტების კომენტარების მიხედვით.
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა/მართვა, ინვოისების გამოწერა და კლიენტისთვის მიწოდება
** სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სატენდერო შეთავაზების მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება მისი მოგების მიზნით.
** პროექტის ფარგლებში ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება.
** ყოველკვირეული ანგარიშების და პროექტების სტატუსების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა მსგავს დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში;
** ძლიერი საპრეზენტაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები;
** კარგი საორგანიზაციო და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ადვილად ადაპტაციის უნარი სხვადასხვა გარემოში, როგორც კლიენტებთან, ასევე სააგენტოს შიგნით გუნდში;
** გუნდის მოტივაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ბიზნესის კარგი შეგრძნება და უნარი იმუშაოს ბიუჯეტის ჩარჩოებში;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.10.2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე