ფინანსური ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა თრეველი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"თეგეტა თრეველი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000759
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ეკონომიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დროის მართვის უნარი.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office PowerPoint.

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;
** პროგრამა ORIS-ის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ფულადი ნაკადების დაგეგმვა
** საბანკო ოპერაციების წარმოება
** ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი
** ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** ფინანსური შედეგების შედარება/ანალიზი
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური) წარმოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა და მათი ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
** სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** წლიური ფინანსური აუდიტის ორგანიზებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო აუდიტის შემთხვევაში, აუდიტორებთან კომუნიკაცია და შემოწმების შედეგებზე პასუხიმგებლობა;
** ბიუჯეტირების სისტემის დანერგვა, მისი დაგეგმვა და კონტროლი;
** ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
** განყოფილებებს შორის ფინანსური-სააღრიცხვო ინფორმაციის დროულ და სწორ გაცვლაზე ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავება და პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
** ბანკებთან კომუნიკაცია და მათგან საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობის დასაფინანსებლად საჭირო თანხების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** აღრიცხვა-მონიტორინგის ახალი და ინოვაციური პროექტების დანერგვაში აქტიური ჩართულობა და მათი ფინანსური ნაწილის უზრუნველყოფა;
** ფინანსებთან დაკავშირებული სხვა (მათ შორის არა უშუალოდ ფინანსური) საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება და ჩართულობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/759

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2 ოქტომბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე