დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: კავკასია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია - შპს "კავკასია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

შპს "კავკასია" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto".

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე
** სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი
** სასაქონლო ზედნადებებთან და სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა;
** ობიექტისგან თანხის აღება;
** დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების/ჩგდ-ს ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: vacancykavkasia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კავკასია" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე