ტენდერი ხის დამუშავების აღჭურვილობის შეძენაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ხის დამუშავების აღჭურვილობის შეძენაზე
მომწოდებელი: DVV International
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 276859_dvv_tender_9374360.zip
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, ემსახურება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების განვითარებას საქართველოში.

DVV International საქართველოს ოფისი, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრები საქართველოში.
საგანმანათლებლო ცენტრები, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, როგორც პიროვნული განვითარების, ასევე პროფესიული მომზადება/გადამაზადების მიმართულებით.

ცხადდება ტენდერი ხის დამუშავების აღჭურვილობის შეძენაზე. სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

აღჭურვილობის მოწოდების ვადა: არა უგვიანეს 2020 წლის 5 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება 20.09.2020-ის 00:00 საათამდე PDF-ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@dvv-international.ge; matiashvili@dvv-international.ge; jikia@dvv-international.ge

გთხოვთ შემოთავაზების გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი წესები:

** შემოთავაზება უნდა იყოს ინგლისურ და ქართულ ენაზე;
** ელ. ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს ტენდერის სათაური;
** შემოთავაზება უნდა იყოს PDF - ფორმატში და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კომპანიის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა); მისამართი;
** შემოთავაზებას პირობები: ფასი (დღგ ჩათვლით); მიწოდების ვადები; საგარანტიო პირობები;
** შეთავაზება დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით (არსებობის შემთვევაში) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. სხვა ფორმატში, ან სხვა ელ. მისამართზე გამოგზავნილ შემოთავაზებას მიენიჭება დისკვალიფიკაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე