მცხობელი, ჩამკრემავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი, ჩამკრემავი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს მცხობელისა და ჩამკრემავის პოზიციაზე სამუშაოდ!

მნიშვნელოვანია გამოცდილება - ნამცხვრების, შუ-ეკლერისა და ე.წ. "ტრუბოჩკის" ცხობის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთელი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 19:00)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე