ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

"მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: თბილისი (ბელიაშვილის 145)
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00 - 18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება, ბანკში მომხდარი ყველა ოპერაციის აღრიცხვა,
** შესყიდვების შემოწმება;
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, შემოწმება, ნაშთების შედარება;
** გაწეული ხარჯების აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.
** RS.ge-ზე მუშაობა;
** საქვეანგარიშო პირებზე თანხის გაცემის აღრიცხვა, შემოწმება, შედარება;
** სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების აქტების აღრიცხვა, შენახვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე