დაკრედიტების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
შპს მსო "კრედიტორი" 2011 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე.

კომპანია "კრედიტორი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;;
** სესხის პროექტის შედგენა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;;
** სესხის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ანაზღაურება პირველ ეტაპზე 800 GEL + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე(CV) ელექტრონულ მისამართზე - info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბრამდე 2020.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე