გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.
შესაძლებელია როგორც ნახევარგანაკვეთზე ასევე სრულ განაკვეთზე მუშაობა.

ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი - პარასკევი 19:00-22:00, შაბათი 12:00-20:00
ანაზღაურება: 600 ლარი (ხელფასი და საბონუსე სისტემა)

სრულგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, დასვენების დღეების შერჩევა შესაძლებელია ინდივიდუალურად.
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელფასი და საბონუსე სისტემა)

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი და პოტენციური კლიენტებისათვის სერვისის შეთავაზება;
** სერვისის შესახებ ინფორმაციის დეტალური ცოდნა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** სერვისის განსაზღვრულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** აქვთ გაყიდვების/მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
** შეუძლიათ ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, ფლობენ რუსულ ან/და ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ:

ენერგიული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული. გაქვთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე (kvirikashvili.nino@gmail.com) სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე