გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში
** სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება
** ვიზუალური კონცეფციის შემუშავება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის ან ვიზუალური ხელოვნების სპეციალობით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში

პროგრამების ცოდნა:

** Photoshop - აუცილებელია
** Illustrator - აუცილებელია
** Corel Draw - საბაზისო დონეზე
** After Effect - საბაზისო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე