მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კომპანია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სტომატოლოგიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა
** ციფრული მედიის მართვა და მონიტორინგი
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანის ვებ გვერდის მართვა
** კონტენტის შემუშავება
** მარკეტინგული აქტივობების ანალიზი
** ონლაინ ბეჭდვითი კამპანიების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში - 3 წელი (მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** უმაღლესი განათლება: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური ქსელის მარკეტინგი
** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი;
** სოც. მედიის სარეკლამო არხების (Google, YouTube, Facebook, Instagram ads) კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე.

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dentalyard@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე