კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტის სტანდარტის შემუშავება და საჭიროებიდან გამომდინარე განახლება;
** ვებ აპლიკაციაში საინტერესო კონტენტის შექმნის, განთავსების უზრუნველყოფა;
** დიზაინერისათვის რეკომენდაციების მიწოდება ვიზუალის შესაქმნელად;
** კვლევის შედეგად მომხმარებელთა სეგმენტაცია, მათზე მორგებული კონტენტის შექმნა;
** შედეგების ეფექტურობის ანალიზი და მასზე დაყრდნობით შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია Google Analytics, Google Adwords, SEO, Open Source CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2020 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე