მოლარე - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე - რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას,
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს მოლარის რეზერვის პოზიციაზე ზუგდიდში.

სამუშაო აღწერილობა:

რეგიონის მასშტაბით სალაროს კვანძში არსებული მოლარეების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში (ერთი ან რამდენიმე დღით/თვით).

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოს სასარგებლოდ ოქროს ჩანთის ბანკში შენატანების დათვლა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. #გახდიკრედოელი
CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მოლარის რეზერვი ზუგდიდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

განცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 28 სექტემბერი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე