მონაცემთა მენეჯერი, WordPress დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა მენეჯერი, WordPress დეველოპერი
მომწოდებელი: ანალიტიკა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
შპს "ანალიტიკა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მონაცემთა მენეჯერი

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** MS Word-ის და MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენა: ინგლისური B1.

ძირითადი ფუნქციები:

1. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან (სტატისტიკის სამსახური, სამინისტროები, მარეგულირებელი ორგანოები, კერძო კომპანიები და ა.შ.) მონაცემების გამოთხოვა, დამუშავება და სისტემატიზაცია.
2. ინტერნეტის გამოყენებით მონაცემების მოპოვება, დამუშავება და სისტემატიზაცია.

პიროვნული თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანობა
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება

ანაზღაურება სამუშაო გამოცდილების მიხედვით

2. WordPress დეველოპერი

მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** WordPress, SQL, JavaScript, HTML5, CSS3-ის ცოდნა;
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქციები:

** შპს "ანალიტიკის" ვებ-გვერდის აწყობა: ახალი დიზაინის და ფუნქციონალების შემუშავება და განხორციელება;
** ვებ-საიტს უნდა ჰქონდეს მონაცემების ატვირთვისა და დამუშავების, სტატიების გამოქვეყნების, ფასიანი სერვისების გამოწერის ფუნქციონალები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: groupanalitica@gmail.com 2020 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე