საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
შპს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შპს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: Eti, Morozova, Tamek, Malbi, Maestro De Oliva, Iberica, gemo, Progam, Naturella, Viva, Italfood, NMGK, Tadim

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის შემოსვლის/გასვლის, გადაცემის დანიშნულების მიხედვით ან შენახვისთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოების უზრუნველყოფა;
** საწყობის მუშაობის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** პროდუქციის მიღება/მითვლა/საბუთებთან შედარება და პროგრამულად აღრიცხვა;
** გაცემული/გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ხელმოწერილი საბუთების შენახვა;
** პროდუქციის შენახვისა და საწყობიდან გაშვების პროცედურების სწორად განხორციელების კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის სტელაჟებზე სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პერიოდიკის გათვალისწინებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კომპანია ორბიტა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა"-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე