ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
შპს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შპს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: Eti, Morozova, Tamek, Malbi, Maestro De Oliva, Iberica, gemo, Progam, Naturella, Viva, Italfood, NMGK, Tadim.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** 1C პროგრამაში რეპორტების წარმოება;
** ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და ინფორმაციის ჩამოტვირთვა;
** გაყიდვების გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში;
** საწყობის მარაგებისა და შეკვეთების ანალიზი;
** ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
** პროდუქციის რეალიზაციისა და გაყიდვების მაჩვენებლების შეგროვება/დამუშავება და ანალიზი;
** საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით.

მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში ჩაითვლება უპირატესობად;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიზის წარმოების უნარი;
** პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1С პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნება.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@orbita.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა"-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე