უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეროვნული ბანკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დადგენილი უსაფრთხოების წესების სათანადოდ დაცვა (სამუშაო ითვალისწინება ღამის ცვლაში მუშაობას);
** უსაფრთხოების ყველა სისტემის და თავისებურებების ზედმიწევნით ცოდნა;
** წესდებით მიკუთვნებული ზონის მონიტორინგი ვიდეო კამერების მეშვეობით;
** უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში დადგენილი წესებით მოქმედება;
** სახანძრო, დაშვების და ვიდეო კონტროლის სისტემების ყოველდღიური შემოწმება და ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების მიღება;
** წესდებით მიკუთვნებული ზონების ფიზიკურად ჩამოვლა და შემოწმება უსაფრთხოების კუთხით;
** აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის თანამშრომელთა დაცვა და მათი ევაკუაციის განხორციელება;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მოთხოვნების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიტუაციის სწრაფად შეფასების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სამუშაოზე კონცენტრირება (მათ შორის არასტანდარტულ სამუშაო დროს);
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** შრომისმოყვარეობა;
** საქმისადმი ერთგულება;
** პუნქტუალურობა.

თანამდებობრივი სარგო: 1500 ლარი (დარიცხული).

კონკურსის ფორმა:

** წერითი ან/და ზეპირი დავალება;
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 29 სექტემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე