სუ-შეფი/უფროსი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი/უფროსი მზარეული
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფი/უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, "გუდვილი-საბურთალო", ქავთარაძის #1
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საამქროს გამართულად მუშაობაში ჩართულობა;
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მოსამზადებელი კერძების განსაზღვრა დღის გეგმის შესაბამისად;
** საჭირო რაოდენობის საკვები პროდუქტების აწონვა და მომარაგება არსებული დღის გეგმის შესაბამისად;
** საკვები პროდუქტების გამოყენება არსებული კერძის ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად;
** კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების შემოწმება ხარისხის დონის განსასაზღვრად;
** მიღებული კერძის შესაბამისობის განსაზღვრა გამოყენებულ ნედლეულთან;
** მიღებული შეკვეთის ვადებში შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება;
** საამქროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება არმ სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "უფროსი მზარეული".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე