პროგრამის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის მენეჯერი
მომწოდებელი: სტარაკადემი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია "სტარაკადემი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე.

"სტარაკადემი" არის საერთაშორისო ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც უკვე მესამე წელია ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტაჟირების და დასაქმების პროგრამას. მომხმარებლებს ვთავაზობთ TESOL-ის სასერთიფიკატო კურსს, ენის კურსებს საზღვარგარეთ, ანაზღაურებად სტაჟირებებსა და დასაქმების პროგრამებს აშშ-ში და გერმანიაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროგრამის "Work and Travel USA" ხელმძღვანელობა
** პრეზენტაციებისა და ინგლისურენოვანი გასაუბრებების ჩატარება
** პროგრამის მონაწილეების კოორდინირება რეგისტრაციიდან ამერიკაში გამგზავრებამდე
** ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია
** ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის განხრით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული მეტყველების და წერის უნარები.

დამატებითი უნარები:

** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დროის სწორი მენეჯმენტი
** ეფექტური კომუნიკაცია
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: info@staracademy.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "WAT პროგრამის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე