სასტიპენდიო კონკურსი - სტრატეგიული კომუნიკაციები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტიპენდიო კონკურსი - სტრატეგიული კომუნიკაციები
მომწოდებელი: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
GCSD აცხადებს სასტიპენდიო კონკურსის მეორე ეტაპს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით,

სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:

** კომუნიკაცია კრიზისის დროს - კორონავირუსის პანდემიის მაგალითზე განხილვა;
** სტრატეგიული კომუნიკაციები და საქართველოს წინაშე არსებული ჰიბრიდული გამოწვევები;
** საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები და არსებული გამოწვევები;
** საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეთა წრის გაფართოვება და თანამშრომლობის გზების ძიება;
** საინფორმაციო ომის ახალი ტენდენციები და შესაძლო გამკლავების გზები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
** ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
** განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** CV (არაუმეტეს ორი გვერდისა);
** უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში;
** საკვლევი თემის აბსტრაქტი.

აბსტრაქტის მოთხოვნები:

** განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას;
** აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ ორ თემაზე;
** განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
** აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
** აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.

თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 1800 ლარს.

საბოლოო დოკუმენტის მოცულობამ უნდა შეადგინოს 20-25 გვერდი.

მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ "Stratcom Fellowship".

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

სტიპენდია გაიცემა აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით, Alumni Grant-ის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე