ოფისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის თანამშრომელი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ.N16, მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** სახარჯი მასალებისა და რეაქტივების ნაშთების კონტროლი, შეკვეთების გაკეთება.
** მიღებული შეკვეთების მიღება, ჩაბარება, დასაწყობება.
** კლინიკებისგან შეკვეთების აღება, დამუშავება გამზადება. კლიენტებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა.
** ბაზარზე კონკურენტული ფასების, პროდუქტებისა და კომპანიების მოძიება, ანალიზი და მონიტორინგი.
** Facebook-ის, web გვერდისა და my market-ის მართვა.

მოთხოვნები:

** Microsoft Word/Excel კომპიუტერული პროგრამების საშუალოდ ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ასაკი 23 დან - 30 წლამდე.
** განათლება: ბაკალავრი
** გამოცდილება: 1-2 წელი
** ენები: ქართული/ ინგლისური კარგად, რუსული- სასურველია
** მართვის მოწმობა: არ არის სავალდებულო
** აუცილებელია ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისის მენეჯერსა და კომპანიის დირექტორთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე salesmedicalworld@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ოფისის თანამშრომელი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე