მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თელავი
დასაქმების ტიპი: დროებითი, ნახევარი განაკვეთი, კვირაში ორი სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება
** გაყიდული ნივთის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა განვადების შემთხვევაში
** საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2020 წელი.

კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე