სადისტრიბუციო ქსელის აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადისტრიბუციო ქსელის აუდიტორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Ulker, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა "Richmond"-ის პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას.

კომპანია უკვე 25 წელია სტაბილურად და წარმატებით მოღვაწეობს და ამჟამად დასაქმებული ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.

კომპანია "დაფნა" აცხადებს სადისტრიბუციო ქსელის აუდიტორის ვაკანსიას დასავლეთ საქართველოში.

ძირითადი სამუშაო პირობები

** სამუშაო არეალი: დასავლეთ საქართველო
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ, შესვენება 1 სთ.
** ხელფასი: ფიქსირებული
** ბენეფიტები: დაზღვევა, კვება;
** სხვა: ავტომობილის ცვეთის ხარჯი.

ძირითადი ფუნქციები:

** სადისტრიბუციო ქსელში რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებში კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის განთავსების, რაოდენობისა და ხარისხის მონიტორინგი და აღრიცხვა შესაბამის ფორმაში;
** სავაჭრო ობიექტებთან დავალიანებებზე შედარების წარმოება;
** კომპანიის რეგიონალური საწყობებში (ბათუმსა და ქუთაისში) პროდუქციის შენახვის პირობებისა და ვადების მონიტორინგი;
** მონიტორინგის შედეგების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიდან, ან ვაჭრობის/დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ქართული ენის ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე.
** აუცილებელია რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** მსუბუქი ავტომობილი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება
** მაღალი პასუხისმგელობის გრძნობა
** პრინციპულობა
** დეტალების მიმართ დაკვირვებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 25 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: irina.tkemaladze@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე