ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-15:00
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ფინანსური წლის სწორად და დროულად დახურვის უზრუნველსაყოფად გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფა;
** ინსტრუქციების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით;
** საოპერაციო საქმიანობის ეტაპებზე შიდა კონტროლის განხორციელება;
** ფინანსური რეპორტების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება შეთანხმებით.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე