პროცესების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროცესების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი
სტრუქტურული ერთეული: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
ექვემდებარება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის კოლექციის შერჩევაში მონაწილეობის მიღება
** შესყიდული პროდუქციის ფასწარმოქმნა და პროგრამული ასახვა
** პროდუქციის ფილიალებში გადანაწილება და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
** გაყიდვების კონტროლი/ანალიზი და საჭიროებისამებრ ფასდაკლებების დაგეგმვა
** ფასდაკლების ანალიზი და გაყიდვების პროგნოზირება
** მიმდინარე პროცესებისთვის დოკუმენტაციის მართვა
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან და მომწოდებლებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** წლიური სამოქმედო გეგმის შექმნის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** Excel პროგრამის ცოდნა.

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდურობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 14 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge და ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება - "პროცესების მართვის მენეჯერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე