ონლაინ ტრენინგი - პერსონ. მონაცემთა დაცვა მუნიც. ორგანოებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ ტრენინგი - პერსონ. მონაცემთა დაცვა მუნიც. ორგანოებში
მომწოდებელი: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
#IRC აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვა მუნიციპალურ ორგანოებში".

ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებისთვის!

შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა
** მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები
** ადგილობრივ თვითმმართველობებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა
** სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა მუნიციპალიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

ტრენინგს წარუძღვებიან:

** თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველი ინსპექტორი
** ანა კაპანაძე - Privacy Logic Group-ის დირექტორი.

ტრენინგი ჩატარდება 7 აგვისტოს, პარასკევს, 12:00-15:00 სთ. Zoom-ის პლატფორმაზე.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/PBCoi23RArAXfpjc8

შეხვედრა ტარდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის "მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის" ფარგლებში და მასში მონაწილეობა უფასოა!

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 აგვისტო, 20:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე ან დარეკოთ 032 255 20 01.

გისურვებთ წარმატებას!
#IRC
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე