ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
შპს "დენტაშოპი" 2017 წლიდან ჩართულია საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და ქმნის საგანმანათლებლო პლატფორმას ექიმი-სტომატოლოგებისთვის.

კომპანიის ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი Branemark-ი ექიმებს სთავაზობს სამედიცინო სპეციალიზებული ინგლისური ენის შემსწავლელ კურსს და აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგზე, რომელიც იმუშავებს აღნიშნული მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო კურსის პროგრამის შედგენა;
** სასწავლო კურსის განხორციელება განრიგის შესაბამისად;
** შეფასების სისტემის შემუშავება;
** სასერტიფიკაციო ტესტირების დაგეგმვა და ჩატარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** CELTA ან TEFL სერთიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** შესაძლებლობა, განავითაროს და დახვეწოს ინგლისური ენის კურსები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
** სასწავლო პროგრამის (სილაბუსების) შედგენის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

პირობები:

** ანაზღაურება: საათობრივი.
** მოქნილი გრაფიკი.

შერჩევის ეტაპები:

** ეტაპი პირველი: გასაუბრება,
** ეტაპი მეორე: ტესტირება,
** ეტაპი მესამე: დასაქმება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ინგლისური ენის პედაგოგი".

გისურვებთ წარმატებას!

პატივისცემით,
დენტაშოპის გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე