მოხუცის მომვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხუცის მომვლელი
მომწოდებელი: New Service
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სასწრაფოდ! სააგენტო "New Service" აცხადებს ვაკანსიას მოხუცის მომვლელის პოზიციაზე ბაჰრეინში.

მოთხოვნა კანდიდატისადმი:

** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ოჯახში მუშაობის შემთხვევაში წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილები
** კეთილსინდისიერი, მოწესრიგებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** 70 წლის მამაკაცის მოვლა-მზრუნველობა-სისუფთავის დაცვა, კვება (საჭმლის მომზადება), საჭირო მედიკამენტების მიცემა. მისი მეთვალყურეობა, დაკვირვება მის ჯანმრთელობაზე.
** მამაკაცი არის ფიზიკურად აქტიური და სრულიად საღ გონებაზე (პერიოდულად აწუხებს არტერიული წნევა და აქვს ასთმა).

სამუშაო პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი (დასვენების დღე კვირაში ერთი სრული დღე, პლუს კვირაში ერთი დღე ნახევარი სამუშაო გრაფიკით)
** დამატებითი საათების საჭიროების შემთხვევაში მოხდება წინასწარ შეთანხმება და დამატებით ანგარიშსწორება.
** სამუშაო ადგილი: ბაჰრეინი, თუმცა როგორც კი ეპიდ ვითარება გაუმჯობესდება გაგრძელდება თბილისში.
** ძალიან კარგ საცხოვრებელ პირობებს, კვებას, ფრენას (ორივე გზა), სამედიცინო დაზღვევას და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ხარჯებს სრულად ფარავს დამსაქმებელი. ასევე, ისინი უზრუნველყოფენ მომვლელისთვის 45 დღიან ანაზღაურებად შვებულებას და ავიაბილეთების ხარჯების დაფარვას.
** ხელფასი: 1000 აშშ დოლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, მისამართზე: newservicehr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე