დღის და მორიგე ექიმი ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის და მორიგე ექიმი ლაბორანტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
ლაბორატორია "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი - ლაბორატორია გამოძახებით" აცხადებს ვაკანსიას დღის და მორიგე ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ექიმი ლაბორანტის დიპლომი ან ლიცენზია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: salesmedicalworld@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "დღის და მორიგე ექიმი ლაბორანტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე