ხორცის/თევზის დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცის/თევზის დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენლი.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს თბილისში პროფესიული მიმართულებით:

1. ხორცის დამუშავების სპეციალისტი; 2. თევზის დამუშავების სპეციალისტი;

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ხორცის ან თევზის დამუშავება და დახლზე განსათვსებლად მომზადება
** ხორცისგან ან თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით

მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი

თუ გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს: "ხორცის დამუშავების სპეციალისტი"/"თევზის დამუშავების სპეციალისტი" ან
გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1fQdxKhiHDViHmqR5ozbaklcWGqleg4E9bCy1ExvAS9g/edit?usp=drive_web

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე