უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიიდან ჩამოწერილი პროდუქციის კონტროლი;
** ნაღდი ფულით ნავაჭრი Z-ანგარიშების კონტროლი;
** ობიექტებიდან საბუთების მიღება და დაარქივება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე