მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადებას, ცვლილებების შეტანას, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** საქართველოს კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე