გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი შპს "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებაორება: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ სივრცეში განსათავსებლად სხვადასხვა ვიზუალური მასალის მოძიება, დამუშავება და დამზადება;
** პოლიგრაფიული სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და საბეჭდი ფაილების დამზადება.
** ბანერებისა და ვებ-ბანერების დიზაინის შექმნა;
** კატალოგების დიზაინის შექმნა;
** გიფების და ბანერების დიზაინის მომზადება;
** თრეიდ მარკეტინგული აქტივობებისთვის დიზაინების შექმნა და საბეჭდი ფაილების დამზადება.
** სხვადასხვა ინვენტარის ბრენდირებისთვის დიზაინის მომზადება;
** მარკეტინგის სხვადასხვა მიმდინარე საკითხებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო)
** უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Corel);
** სტამბასთან თანამშრომლობის გამოცდილება
** რუსული, ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე