უნივერსალური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სფერო ინვესტი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "სფერო ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებულ პირთათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით, ისე პირისპირ გასაუბრების გზით
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი დადგენა
** მომხმარებელთათვის ბაზაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შეთავაზება
** უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის შესწავლა და საბაზრო ღირებულების დადგენა
** პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატიური განახლება
** უძრავი ქონების მისამართებზე ვიზიტი და დასურათება
** ქეისების დეტალურად დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უძრავი და მოძრავი ქონების სფეროში გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სასურველია მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გამართული კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებული
** კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული

ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსები გაყიდვებიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, მისამართზე hr@sferoholding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უნივერსალური გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმების საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე