პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების განყოფილების გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა
** ახალ თანამშრომელთა ადაპტირება/მენტორინგი
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის შემუშავება, განახლება და შესრულების კონტროლი
** ორგანიზაციის და აიტი პოლიტიკების, პროცედურებისა და პროცესების შესრულების უზრუნველყოფა
** ანგარიშგება განყოფილების საქმიანობის შესახებ
** სერვისების მართვის პროცესების (ინციდენტების, პრობლემების, ცვლილებების მართვა და სხვა) ფარგლებში გუნდზე დაკისრებული ამოცანებისა და როლების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე (გუნდის/ჯგუფის/განყოფილების ხელმძღვანელად) მუშაობის გამოცდილება
** C#, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF, SOAP, React, Angular გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება T-SQL -ის გამოყენებით
** დიზაინ პატერნების ცოდნა და გამოცდილება
** ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
** აუცილებელია გამოცდილება CI/CD ხელსაწყოებთან
** ბიზნეს ამოცანის ანალიზი და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილების შერჩევა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დავალებაზე მომუშავე
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
** და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი

ჩვენ გთავაზობთ:

** მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
** პროფესიონალთა გუნდს
** ადექვატურ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge და სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე