შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N70.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა აუდიტის პროცესის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
** მთლიანი ორგანიზაციის მასშტაბით აუდიტორული შემოწმების ჩატარება (პროცესის ანალიზი, კონტროლის მექანიზმების შეფასება, ტესტირების ჩატარება, ა.შ).
** აუდიტის სამუშაო ფაილების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება;
** აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯმენტთან განხილვა;

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აუდიტის / ეკონომიკის / ფინანსების / ბუღალტერიის დარგში);
** საფინანსო ინსტიტუტში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო და არასაბანკო კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** Microsoft Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე