საქმის მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმის მწარმოებელი
მომწოდებელი: სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ვაკე)
განაკვეთი: სრული
მუშაობის გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი

კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერილობა:

** ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა;
** ელექტროგადამცემი ხაზების საჰაერო ქსელის მშენებლობა;
** კავშირგაბმულობის მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა;
** კავშირგაბმულობის საჰაერო ქსელის მშენებლობა.

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:

** მუშა/ტექნიკური დოკუმენტაციის შევსება თითოეული პროექტის მიხედვით;
** შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერა;
** მასალების პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა და ჩამოწერის აქტების წარმოება თოთოეული პროექტის მიხედვით;
** ხარჯთაღრიცხვის (ფორმა #2) წარმოება თითოეული პროექტის მიხედვით (ექსელის ფორმატში);
** Google Earth-ის პროგრამაში KMZ ფაილების მომზადება თითოეული პროექტის მუშა ნახაზების მიხედვით (მარტივ დონეზე);
** "თაიმლაინების" და "დედლაინების" დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური, მათემატიკური ან ბუღალტრული განათლება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** Microsoft Excel და Word-ის ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა.

ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy.tbilisi2019@gmail.com

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აგვისტო.

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე