სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: პიელ ნატურალსი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
100% ნატურალური თავის მოვლის საშუალებების კომპანიას "პიელ ნატურალს"-ს ესაჭიროება:

1. Online ოპერატორები

თუ თვლი, რომ გინდა გახდე საქართველოში N1 ნატურალური ქართული ბრენდის უთბილესი გუნდის წევრი და თვლი, რომ შენს წვლილს შეიტან ბრენდის წარმატებასა და განვითარებაში მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა.

აუცილებელი მოთხოვნებია:

** სხარტი აზროვნება
** გრამატიკულად გამართული მეტყველება
** მართლწერის ცოდნა
** Excel- ში მუშაობის გამოცდილება
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა
** გაყიდვების უნარი
** ორგანიზებულობა

გვჭირდება 2 ცვლა, სამუშაო განაკვეთი:

1 ცვლა: 12:00-20:00 საათი;
2 ცვლა: 09:00 - 17:00 საათი;

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება;
** მონაცემების Excel ში შეყვანა
** მიღებული შეკვეთების აწყობა

ანაზღაურება ფიქსირებული: 500 ლარი + პროცენტი თითოეული გაყიდული პროდუქციიდან.

სასურველია კადრი ცხოვრობდეს ნუცუბიძის ტერიტორიაზე.

2. ახალი გუნდის წევრი:

ფუნქცია მოვალეობები:

** გათამაშებებში მონაწილეობის მიმღები პირების მოძიება,
** Beauty Box-ების პარტნიორი კომპანიების მოძიება.
** ხელშეკრულებების გაფორმება.

აუცილებელი მოთხოვნებია:

** ოფიციალური მეილების წერის გამოცდილება
** Powerpoint პრეზენტაციების აწყობა
** მეილების / წერილების წერა
** არგუმენტირებული მსჯელობის/ დარწმუნების უნარი

გრაფიკი 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 500 ლარი

3. დამფუძნებლის ასისტენტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 მიკრო.
სამუშაო საათები: 10:00-18:00

ფუნქცია მოვალეობები:

** მეილების მართვა
** კადრების მოძიება

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება 600 ₾

4. Facebook-ის მოდერატორი

ფუნქცია მოვალეობები:

** გათამაშებების დაანონსება
** ჯგუფში პოსტების განთავსება
** ჯგუფსა და გვერდზე კომენტარების დაწერა
** პოსტების დადასტურება

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 მიკრო.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება 500 ₾

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე CV ელ-მისამართზე: pielnaturalsteam@gmail.com

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV-ის კლასიფიცირება ვერ მოხდება და არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე