მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორი პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000685
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 14.08.2020
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: არასრული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები/სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, სტუდენტი (დამამთავრებელი კურსი)
** სფერო: ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები

ენები:

** ქართული - კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** პროექტის ფარგლებში, კანდიდატები გაივლიან 3 თვიან ანაზღაურებად სწავლების ეტაპს თბილისის ფილიალებში.

სწავლების პერიოდში სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30.

სწავლების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" თბილისის ფილიალებში სრულ განაკვეთზე.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/685
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე