კრედიტ-კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრედიტ-კონტროლიორი
მომწოდებელი: ჯიდიელი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"GDL - ჯიდიელი" ("საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" ყოფილი "თელიანი თრეიდინგი") 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად "ჯიდიელის" პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას კრედიტ-კონტროლიორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით; (შაბათს ნახევარი დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კრედიტორებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება
** კლიენტთა ბაზის ადმინისტრირება
** პრობლემურ ობიექტებთან წარმოქმნილი ფინანსური დავების აღრიცხვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების განხრით
** სავალდებულოა ექსელის ცოდნა
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების, ინგლისურისა და რუსულის, ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** ოპერატიულობა
** მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კრედიტ-კონტროლიორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე