ამზომველი/სტაჟიორი, გარე რეკლამის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამზომველი/სტაჟიორი, გარე რეკლამის მენეჯერი
მომწოდებელი: მესაკუთრე
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "მესაკუთრე" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. არქიტექტორი და ამზომველის დამხმარე სტაჟიორი (ქუთაისში)

ყველაფრის შესწავლა მოხდება ადგილზე, სტაჟირების პერიოდში (სტაჟირების ვადა 3 თვე).

სამუშაო მოიცავს:

** პროგრამა ArchiCAD-ის შესწავლა
** აზომვითი ნახაზების კომპიუტერული დამუშავება პროგრამაში Arcgis
** სტაციონარული საამზომველო ხელსაწყოების გამოყენების შესწავლა
** პრაქტიკული აზომვები საველე პირობებში იმერეთის მასშტაბით.
** ბინების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადების შესწავლა
** კლიენტებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის შესწავლა
** პროექტის განხორციელებისთვის შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის პირდაპირი მითითებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია აზომვით ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება ან რაღაც დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების საწყის დონეზე ცოდნა და აუცილებელია პროგრამების სწრაფად შესწავლის უნარი.
** სასურველია ნებისმიერი მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 150 ლარი + ბონუსები შესრულებული სამუშაოდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10-დან 19 საათამდე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, შარტავას ქუჩა #1
ტელ: 593 80 20 20

2. გარე რეკლამის მენეჯერი (ფლაერების, ბუკლეტების გავრცელება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ ერთი წელი. სასურველია გარე რეკლამის გამავრცელებლად მუშაობის გამოცდილება
** დეტალებისადმი ყურადღება და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა.
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს მიმართ;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (150 ლარი) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, შარტავას ქუჩა #1
ტელ 593 80 20 20

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: mesakutre2007@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. ოთხშაბათს და პარასკევს, 18 საათზე.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე