გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მათი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** პოტენციურ კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
** არსებული კლიენტებისგან შესყიდვების დოკუმენტის მიღება და გაფორმება;
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან და უკუკავშირის მიღება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროულად გაცვლის გზით;
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული საბონუსე სქემის შესაბამისად;
** თანხების ჩარიცხვის კონტროლი;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა პარტნიორ კომპანიებთან;
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისურის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (საშუალოდ 850 ლარიდან).
სავალდებულოა პირადი ავტომობილის ქონა. საწვავის ხარჯს უზრუნველყოფს კომპანია.
დასაქმების შემთხვევაში კომპანია თანამშრომლისგან ითხოვს მიწის ან უძრავი ქონების უზრუნველყოფას (შესაძლებელია თავდებობაც).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@pfg.ge არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტოსი. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე