გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

გრაფიკი: მცოცავი
ანაზღაურება: 600 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება - საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ ფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ "სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი - თბილისში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე