სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
** ასაკი: 21 წლიდან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სტრესულ გარემოებაში მუშაობის უნარი;
** ანალიზის და სწრაფი რეაგირების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა და ეფექტურად პრეზენტაცია;
** შეკვეთების მიღება;
** ბაზრის ანალიზი;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00.
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში (2 თვე) 700 ლარი; ძირითად შტატში გადასვლიდან - 1000 ლარი და პრემია 300 ლარი (გეგმის შესრულებით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე