კონკურსი დაფნის ფოთლების გადამამუშ. დანადგარების შეძენაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი დაფნის ფოთლების გადამამუშ. დანადგარების შეძენაზე
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
თანდართული ფაილი: 272296_usaidagr_rfq_laurus_2882626.zip
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს დაფნის ფოთლების გადამამუშავებელი დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია დაფნის ფოთლების კალიბრატორსა და დაფნის ფოთლების სკრინინგისა და დამახარისხებელ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 25 აგვისტომდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:

ლოტი #1: დაფნის ფოთლების კალიბრატორი
ლოტი #2: დაფნის ფოთლების ინსპექტირებისა და დახარისხების დანადგარი

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 14 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე