ევროპული სამზარეულოს მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ევროპული სამზარეულოს მზარეული
მომწოდებელი: Rhino Management Group
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "Rhino Management Group" მართავს ქ. თბილისში ყველაზე დიდ გერმანული ლუდის სახლს "მიუნჰენ".

ჩვენი კომპანიის მიზანია გააცნოს ქართველ მომხმარებელს ლუდის სმის გერმანული ტრადიციები, გაასინჯოს გერმანული კერძები და ლუდის ექსკლუზიური სახეობები. "Rhino MG" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია "Rhino Management Group"-ი აცხადებს ვაკანსიას ევროპული სამზარეულოს მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: 6/1 გრაფიკის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან
** სტაჟი: ევროპული სამზარეულოს მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი.
** ევროპული სამზარეულოს (კერძოდ გერმანული ან/და ჩეხური ან/და უნგრული სამზარეულოს) ცოდნა (ლუდზე მისაყოლებელი ცხელი სტარტერები, სნეკები, ცხელი კერძები, წვნიანი, სოუსები, მარინადები და სხვა)
** ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის და ჰიგიენის დაცვის წესების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვები ან სასმელი პროდუქტების სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენება და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@rhino-mg.ge

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
CV-ის გაგზავნის დროს, გთხოვთ, მიუთითოთ საფუძველში - "ვაკანსია: ევროპულის მზარეული". ელფოსტა, რომელშიც არ იქნება მითითებული ვაკანსია, წაიშლება ავტომატურად განხილვის გარეშე.

მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი ბაქრაძის 40 (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდუბე დიღმის დამაკავშირებელ ხიდთან)
ტელ: +995 (579) 520005
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე