ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის კატეგორიის ხის მონაცემების შეყვანა და განახლება;
** ვირტუალური და ფიზიკური მარაგების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** კატეგორიის მენეჯერებისგან შეკვეთების მიღება-დამუშავება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის მომზადება;
** ციფრული მარკეტინგის ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის სექტორული დამუშავება;
** სხვადასხვა ფორმებისა და მოდელების აწყობა უშუალო ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე;
** კომპლექსური ფორმებისა და მოდელების აწყობა მოცემულობიდან გამომდინარე;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ანალიტიკური ბაზებისა და ინფორმაციის სტრუქტურირების საკითხებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ფინანსების, ან მათემატიკის განხრით); განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით;
** დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** არასტრუქტურირებულ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სხვადასხვა ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 2020 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ანალიტიკოსი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე