ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული საკომუნიკაციო არხების სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და მართვა;
** ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგი;
** უზრუნველყოს სხვადასხვა ციფრულ სარეკლამო პლატფორმებზე რეკლამის განთავსება (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube, Google ads, ქართული ვებ-გვერდები და სხვა);
** მომხმარებლების ქცევის ანალიზი, მომხმარებელთა ლოიალურობის სტრატეგიების შემუშავება და მონიტორინგი;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
** კონვერსიის მაჩვენებლების მონიტორინგი, Key Performance Indicator-ების გაზომვა და რეპორტინგი;
** CRM-ის შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება ციფრულ მარკეტინგულ არხებში;
** ელ.ფოსტისა და "Push" კამპანიების შემუშავება, გაშვება, ანალიზი;
** Google Analytics-ის კონტროლი, აუდიტორიების შექმნა, მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება, მიმდინარე ტრენდებზე თვალყურის დევნება;
** რემარკეტინგის, რეთარგეთინგისა და დინამიური კამპანიების გაშვება;
** ახალი ციფრული მარკეტინგული ინსტრუმენტების დანერგვა, გატესტვა და სიახლეების გაცნობა ციფრულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია E-commerce სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Adword-ისა და Facebook Business Manager მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Analytics-ისა და Search Master-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Data Studio-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SEO პრინციპებისა და CRM სისტემების ცოდნა;
** სხვადასხვა CMS-ებთან (content management system) მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შემოქმედებითი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აგვისტო, 2020 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე