ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Crystal Communication Georgia
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "Crystal Communication Georgia" (www.crystalcomm.ge) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
** კომუნიკაცია, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ისე კერძო პირებთან;
** ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციების მართვა;
** ზარების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება
** უშუალოდ დირექტორისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; (უპირატესობა ენიჭება IT ტექნოლოგიურ განათლებას)
** რუსულისა და ინგლისური ენების ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოტივირებულობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი-კვირა დასვენების დღე.
ანაზღაურება: 500 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით - შეთანხმებით.
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე (2 თვე ანაზღაურებადი).

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobs@crystalcomm.ge 2020 წლის 10 აგვისტომდე. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება (Office Manager/ოფისის მენეჯერი)მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე