Back-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back-End დეველოპერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას Back-End დეველოპერის პოზიციაზე

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია.

მოვალეობები:

** C#-ის ენაზე სუფთა კოდის წერა
** SQL query-ების წერა (პროცედურების, ფუნქციების, ტრიგერების ...)
** არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილების მიღება
** პროექტის გამართვა, დაბილდვა და მოვლა.
** Third-party API-ს ინტეგრაცია
** Web Server-ებთან მუშაობა (IIS, Apache)
** გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც შედგება სხვა დეველოპერებისგან, ტესტერებისგან და პროექტ მენეჯერისგან
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში
** .NET Framework-თან (Web Forms, MVC, WebAPI, WCF, Entity Framework, Linq to SQL) მუშაობის გამოცდილება
** ვებ პროგრამირების ძირითადი კომპონენტების ცოდნა (JavaScript, HTML, CSS)
** Source კონტროლებთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS)
** რელაციულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL, My SQL)
** REST/SOAP სერვისების ინტეგრაციის ცოდნა
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა
** ალგორითმების წერის გამოცდილება
** ძირითადი დიზაინ პატერნების ცოდნა
** .NET Core-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატებისთვის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება 3500 ლარიდან, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით - "Back-end Developer" - შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.department@procreditbank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 2020 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე