კულინარიული პროგრამები - დამწყ. მზარეული, დამწყ. კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კულინარიული პროგრამები - დამწყ. მზარეული, დამწყ. კონდიტერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"აჭარა ჯგუფის" აკადემია აცხადებს მიღებას კულინარიის სკოლის პროგრამებზე "დამწყები მზარეული" და "დამწყები კონდიტერი".

პროგრამა კულინარიის ხელოვნების შესწავლის მსურველებს იმ საბაზისო ცოდნის მიღებასა და რეალურ სამზარეულოში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას სთავაზობს, რაც კულინარიის სფეროში განვითარებისთვის აუცილებელია. ამავდროულად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გასტრონომიულ განვითარებას კვალიფიციური დამწყები მზარეულებისა და კონდიტერების მომზადებით.

სწავლის პირველ ეტაპზე, გაივლით ორთვიან თეორიული ლექციების კურსს, რომელიც სავალდებულოა როგორც "დამწყები მზარეულისთვის", ასევე "დამწყები კონდიტერისთვის". თეორიული საგნებისა და პრაქტიკული სექციების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://academy.adjaragroup.com/programdescription/

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკულ სწავლებას გააგრძელებთ რეალურ და დინამიურ სამზარეულოში, "აჭარა ჯგუფის" სხვადასხვა ობიექტებზე. როტაციის პრინციპით, თქვენ მოხვდებით სამზარეულოს ყველა სექციაში, სადაც ინდივიდუალურ მენტორობას გაგიწევენ "აჭარა ჯგუფში" მომუშავე პრაქტიკოსი მზარეულები. ყოველკვირეული პრაქტიკული გამოცდილების ფარგლებში, მენტორის უშუალო ხელმძღვანელობით იმუშავებთ რეალურ შეკვეთებზე, მოქმედი რესტორნის სამზარეულოში. სხვადასხვა სამზარეულოში როტაცია კი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ განსხვავებული ტიპის მენიუს, კერძის მომზადების მეთოლოდოგიასა და სამუშაო გარემოს, გახდეთ უფრო მოქნილი და გამოიმუშავოთ სწრაფი ადაპტაციის უნარი.

თითოეული პროგრამის სწავლის პირველადი საფასურია 5000 ლარი; კომპანია "აჭარა ჯგუფის" და სხვა სპონსორების მიერ ერთობლივად, თითოეული სტუდენტის 1100 ლარით თანადაფინანსების შედეგად, სტუდენტის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა შეადგენს 3900 ლარს, რომლის გადახდაც შესაძლებელია 7 ეტაპად:

I ეტაპი - 1000 ლარი
II ეტაპი - 800 ლარი
III ეტაპი - 600 ლარი
IV ეტაპი - 400 ლარი
V ეტაპი - 400 ლარი
VI ეტაპი - 400 ლარი
VII ეტაპი - 300 ლარი.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ ფორმა ბმულზე: https://academy.adjaragroup.com/registrationform/

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 16 აგვისტო.
სწავლის დაწყების თარიღი: 2020 წლის 21 სექტემბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

+995 32 2020020
+995 599 305 580
academy@adjaragroup.com
https://academy.adjaragroup.com/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე